პროექტი
Saturday, June 29, 2013
Friday, June 14, 2013
ალექსანდრე ყაზბეგი
1. პროექტის სახელწოდება: ალექსანდრე ყაზბეგი2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: უკეთ გაიცნონ მწერლის ბიოგრაფია და მოღვაწეობა,შეიცნონ მისი ნაწარმოებების მნიშვნელობა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა კვლევა ძიების უნარების განვითარებას უწყობს ხელს და ინტერესის გაღვივებას ყაზბეგის შემოქმედებისადმი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ღრმად ჩასწვდნენ ყაზბეგის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
5.მონაწილეთა ასაკი: 15–16წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტო, ვიდეო მასალა, მოსწავლეები ქმნიან ელექტრონულ გაზეთს ყაზბეგის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოებით,მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან სტეფანწმინდის მოსახლეობას, მათ წეს–ჩვეულებებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, წერილები და სხვა დოკუმენტური მასალა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად: ერთი ფგუფი მუშაობს ყაზბეგის ბიოგრაფიაზე, მეორე ჯგუფი–რომანების ანალიზზე, მესამე ჯგუფი–სტატიაზე. მივდივართ ექსკურსიაზე სტეფანწმინდაში, მწერლის სახლ–მუზეუმში. აქ ინახება მწერლის ნივთები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოსურათები. სხვადასხვა დროის სხვადასხვა ადგილზე გამოცემული ნაწარმოებები.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ინგა დაბრუნდაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ingadabrundashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ingadabrundashviliblogspost.com
Saturday, June 8, 2013
Subscribe to:
Comments (Atom)